ნორმალურად გამოკვება და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენა შეუძლებელია - ოქრიაშვილი ეკონომიკურ კრიზისზე

გამოქვეყნდა:

"ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ახლა არ დაწყებულა. რეალურად, 2013 წლიდან დაიწყო" - აცხადებს "პროგრესი და თავისუფლების" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი.

ქვეყანაში კი ლარის კურსის დაცემა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ყველაზე მეტად პროდუქტებსა და მედიკამენტებზე აისახება

ოქრიაშვილის თქმით, დღესდღეობით ნორმალურად გამოკვება და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენა შეუძლებელია:

"ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ახლა არ დაწყებულა. რეალურად, 2013 წლიდან დაიწყო. 2002-დან 2012 წლამდე ჩვენ გვქონდა 7-12%-მდე ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა.

მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, რაც 2013-დან დაიწყო იყო 4.5% ზრდა 4.6-თუ არ ვცდები.

პრაქტიკულად შეუძლებელია ახლა ნორმალურად გამოკვება და ნორმალური, ხარისხიანი მედიკამენტების ყიდვა. ეს ყველაფერი რომ მოგვარდეს საჭიროა ახალი მთავრობა, ახალი არჩევნები",-თქვა კახა ოქრიაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი