სიღატაკის ფონზე, სახელმწიფო უწყებები ავტოპარკის განახლებას აპირებენ

გამოქვეყნდა:

ადამიანების გასაჭირი ყოველ დღე უფრო მძიმდება. იზრდება ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ მომსახურებაზე. 

კვირას, კანცელარიის წინ, ბენზინზე ფასის ზრდას ასობით მოქალაქე გააპროტესტებს. 

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ხელისუფლება  ბიუროკრატიულ ხარჯს ყოველთვიურად ზრდის. რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ავტოპარკის განახლებას აპირებენ და ამისთვის, ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხასა - 8 მილიონ ლარზე მეტი, დაიხარჯება. 

ეკონომისტები კი მმართველ გუნდს ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვას ურჩევენ. მთავარ გამოწვევად , რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია ინვესტიციების არარსებობას, ტურიზმის სექტორის გაჩერებას, საგარეო ვალს უკავშირებენ. მთავარ გამოსავლად კი ვაქცინაციის პროცესის მიაჩნიათ.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა 49.4 მილიარდი ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით  6.2%-ით შემცირდა. ასეთი დიდი ვარდნა საქართველოს ეკონომიკას 1994 წლის შემდეგ, მათ შორის არც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ არ ჰქონია. 

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი