ეკლესიაში განხეთქილების საფრთხე არსებობს, ჭყონდიდიდან დაიწყო - მეუფე ანანია

გამოქვეყნდა:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებებზე სინოდის წევრების შეფასება განსხვავებულია. ნაწილი ამბობს, რომ დღეს ეკლესიაში განხეთქილების საშიშროება არ არსებობს, ნაწილი კი ამბობს, რომ პირიქით.

"არა არ ვიზიარებ, ღმერთი დიდია. მე ვერ ვხედავ მაგის საშიშროებას, ყველაფერი კარგად იქნება" - ამბობს მეუფე გიორგი (შალამბერიძე)

რაც შეეხება კითხვას, დაიწყო, თუ არა ეკლესიაში განხეთქილება ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მეუფე ანანია ამბობს, რომ ეკლესიაში დაპირისპირება სწორედ ჭყონდიდის ეპარქიიდან დაიწყო.

"[განხეთქილების საფრთხე] არსებობს. მაქედან დაიწყო ზუსტად. კი, მასე ვფიქრობ მე"- თქვა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე)

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეკლესიაში განხეთქილების საფრთხის შესახებ ქადაგებაში ისაუბრა. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი