საეკლესიო ერთობის ბოლო ჟამზე ფოთელი მიტროპოლიტი ღიად ალაპარაკდა. მეუფე გრიგოლის სკანდალური ქადაგება იმ ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხება, რომელიც ეკლესიის შიგნით დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. მღვდელმთავარი დიმიტრი მთავარ საფრთხეს ეკლესიის განხეთქილებაში ხედავს, რისი საშიშროებაც ისე ახლოს არის როგორც ეკლესიის ისტორიაში არასდროს ყოფილა. სწორედ ამის გამო სკანდალური გზავნილი ამბიონიდან რეკომენდაციასაც ატარებს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი სინოდს და პატრიარქის სამდივნოს პროცესების საეკლესიო სამართლის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
საეკლესიო საფრთხეებზე ღიად საუბარს ყველა ერიდება. სინოდის წევრების ნაწილი ფოთელი მღვდელმთავრის პოზიციას იზიარებენ და ამბობენ, რომ განხეთქილება ქართულ ეკლესიაში მოახლოვებულია. ის ვინც ასე ფიქრობს, ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენები ამ პროცესის ერთადერთი საფუძველი შეიძლება გახდეს.
ინფორმირებული წყაროები "მთავარ არხს" უდასტურებენ, რომ სინოდი, ფაქტობრივად, ორად არის გაყოფილი და ნებისმიერი კრიზისი, შესაძლოა, უმართავი პროცესების სათავედ იქცეს.
ამავე თემაზე: