პროცესს სჭირდება კანონიკურ სივრცეში დაბრუნება - მეუფე გრიგოლი ჭყონდიდზე

გამოქვეყნდა:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, დღევანდელი ქადაგებისას ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეპარქიაში არსებული პრობლემები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია. მისი შეფასებით, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა საფრთხის შემცველია.

"ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე ერთი ეპარქიის საზღვრებმა შეიძლება დაიტიოს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში. ასევე სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა, არანაკლები სიმძიმეების მომტანი და საფრთხის შემცველია ეკლესიისთვის", - თქვა მან.

მეუფე გრიგოლის განცხადებით, არ უნდა დავუშვათ ეკლესიის გახლეჩა და პრეცენდენტი, როდესაც ეკლესიაში პარალელური მიმდინარეობები ჩნდება. 

"ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენ სულიერ შვილებთა, ჩვენ ძმებთან და დებთან. მე ვფიქრობ, რომ დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რასაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება", - ამბობს მეუფე გრიგოლი.

ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანეს დანიშვნამ, ეპარქიის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. მიტოროპოლიტმა სტეფანემ არაერთ სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა, მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა, რამდენიმე მათგანი გაკვეთა კიდეც. გარდა ამისა, მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე უკანონო შვილის ყოლაშიც დაადანაშაულა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი