
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის გაუქმება მხოლოდ მისი სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ერთობლივად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიიღებენ.
ტიკარაძე დღეს, ენგურის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა:
მსგავს შემთხვევებს წინა წლებშიც ჰქონდა ადგილი, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უწევთ სხვადასხვა გზით დააღწიონ რეჟიმს თავი და ვეცდებით მათთვის ეს გზა გავამარტივოთ...
ეს (კარანტინის გაუქმება) არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას საბჭო და მთვარობა ერთობლივად იღებს" უთხრა ტიკარაძემ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ საკითხი საბჭოს დღის წესრიგში დგას.
საქართველოს ხელისუფლებას კარანტინის გაუქმებას აფხაზეთიდან გადმომსვლელებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია DRI-ც მოუწოდებს. ამავე მოთხოვნით, სამინისტროსთან დღეს აქცია დაანონსდა.