დაავალეს ალბათ ასე თქვიო და იმანაც თქვა - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექთნის დედა

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი ექთნის დედა არ გამორიცხავს, რომ ექთანმა ჩვენება იძულებით შეეცვალა. მისი თქმით, კლინიკის ხელმძღვანელობამ შესაძლოა დაავალა, თუ რა უნდა ეთქვა მას ჩვენებაში.

"ჩემი შვილი არის ექთანი, ამცრელი გოგო, იმ გოგოსთვის უნდა ეშველათ ექიმებს. იმათთან წადით, იმათთან იკითხეთ. დაავალეს ალბათ ასე თქვიო და იმანაც თქვა.

ჩემთვის არავის არ უთქვამს, არც ჩემ შვილს. გაიკეთა მაგ დღეს ჩემმა შვილმა ნემსი, მერე გაუკეთეს მაგ გოგოსაც. თვითონ მერე გამოსულა, უთქვამს მეგი როგორ ხარო, უთხრა კარგად ვარო.

მერე შესულა კაბინეტში და წივილ-კივილი რომ ატყდა გამოვედი მეცო",- თქვა ბრალდებულის დედამ.

ჩვენების იძულებით შეცვლას არ გამორიცხავს არც გარდაცვლილი ექთნის დედაც მისი თქმით, მთავარია რომ საქმეზე სიმართლე დადგინდეს.

მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, პროკურატურამ სამ პირს, ახალციხის კლინიკის ექიმებს ბრალდება წარუდგინა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი