ენგურში გარდაცვლილი თამაზ ბასლანძის ცხედარი გალში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

გუშინ, 7 აპრილს მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული თამაზ ბასლანძე ცოტა ხნის წინ გალში გადაასვენეს. ცხედარი ზუგდიდიან ენგურის ცენტრალურ ხიდამდე გადაასვენეს, სადაც ქართულ მხარეს ოკუპირებული აფხაზეთის სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდება. ოკუპირებულ გალში ტრანსპორტირება და ცხედრის ოჯახში გადასვენება ე.წ აფხაზეთის სასწრაფო დახმარების მიერ მოხდება.

გარდაცვლილის ცხედარს დილიდან ელოდებოდნენ ოჯახის წევრები ენგურის ხიდზე აფხაზური მხარის საგუშაგოსთან. საქართველოს მიერ კონტორლირებადი ტერიტორიიდან გარდაცვლილი თამაზ ბასლანძის გადასვენებას ახლობლები და მეზობლენი ხელმძღვანელობდნენ.

ტრაგედიის დროს გარდაცვლილ, მაყვალა გამისონიასა და ჯონი რიგვავას ცხედრებს ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალ გადაასვენებენ.

გუშინ, მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის ფეხით გავლით ცდილობდნენ, რათა ოკუპანტებისთვის თავი აერიდებინათ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი