ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი გარემოსი, უკავშირდება იმ რიტორიკას, რომელიც აქვთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს - ასე აფასებენ ტელეკომპანია "ფორმულაში" მათ ორ თანამშრომელზე თავდასხმას.
საგანგებო განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ გააკეთა და სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსს მიმართა, დაინტერესდნენ ქვეყანაში მედიაზე გახშირებული თავდასხმებით.
გუმბარიძის ინფორმაციით, ტელევიზიის ორ თანამშრომელს თავს დამოუკიდებლად, სხვადასხვა ადგილას დაესხნენ, მათ შორის ერთი თავდასხმა ღამის სამ საათზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა. მძღოლს ჩაუმსხვრიეს მანქანის შუშები,
ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. მანქანიდან არც არაფერია ამოღებული. ადგილზე მივიდა პატრული, თუმცა არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია რა ხდება გამოძიების მიმდინარეობაზე - ამბობს გუმბარიძე.
რაც შეეხება თანამშრომელს, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანებები აქვს, გუმბარიძემ მისი სახელი და გვარი მისივე თხოვნით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ დაასახელა.
"ფორმულა" მიმართავს შესაბამის ორგანოებს დროულად გამოიძიონ მედიაზე მორიგი თავდასხმის ფაქტი.