ტელეკომპანია "ფორმულას" განცხადებით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება.
"ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი კი ამბობს, რომ მანქანაზე მინები სავარაუდოდ იმის გამო ჩაუმსხვრიეს, რომ მას საქარე მინაზე ფორმულას საშვი ჰქონდა მიკრული", - აცხადებს "ფორმულა".
მომხდართან დაკავშირებით ტელეკომპანიაში 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.