ევროპამ თუ კარი ჩაგვიკეტა, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით - ივა ჭყონია ეკონომიკურ კრიზისზე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება.

ეკონომიკის ექსპერტები კრიზისის დაძლევის გეგმას ვერ ხედავენ. მათი თქმით, ეს ყველაფერი ქვეყნის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია. ამბობენ იმასაც, რომ საქართველომ ევროპის გზას გადაუხვია და იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ქვეყნის დახმარებას შეწყვეტს, გაცილებით ღრმა კრიზისია მოსალოდნელი.

"პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ის სიტუაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ წარმოაჩინა წინა პლანზე. ამიტომ, ვფიქრობ, დროულად ფუნდამენტური ცვლილებებია შესატანი ამ მიმართულებით. თორემ ფინანსთა მინისტრი შეიცვლება თუ პრემიერი - ეს არანაირ ცვლილებას არ მოიტანს. მათ შორის, ვფიქრობ, რომ ევროპისკენ მიმავალ გზას უკვე ვუხვევთ, ევროპამ თუ კარი ჩაგვიკეტა და დახმარებები შეჩერდა, გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვიდრე პანდემიის ან პოსტპანდემიის პერიოდში ვიყავით", - ამბობს, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, ვენეციის რეკომენდაციებს სრულად არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა ფინანსური დახმარების გაცემა გადაიხედოს. საუბარია, 75 მიოლონიან დამხარებაზე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი