გაძვირებული პროდუქტი და გაღარიბებული მოსახლეობა - ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი მაქსიმუმზეა

გამოქვეყნდა:

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულზეა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს. კვლევის თანახმად, ფასები ყველა პროდუქტზე კატასტროფულად არის გაზრდილი. შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა შექმნილ  ეკონომიკურ კრიზისში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს და მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

შეხვალ მაღაზიაში, გამოხვალ - არაფერი არ გაქვს. ფული ჩანთაში აღარაა. სანამ ეს მთავრობა არ გადადგება, მანამდე არაფერი გვეშველება. აი, ეს არის გამოსავალი, ეპიდემია ჩაივლის, ყველაფერი , მაგრამ ეს ისევ ასე დარჩება. ფასები რომ გაიზრდება, რაღას დააკლდება მერე? , - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ექსპერტები ხელისუფლების ეკონომიკური გეგმის არაეფექტურობაზე საუბრობენ. ისინი მმართველ გუნდს ეკონომიკის დროულად გახსნას და მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების დარიგებას ურჩევენ.

ფასების ზრდა, პირდაპირ სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას უდრის. უმთავრესი ამოცანა, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, ყველა წესების დაცვით, მაგრამ რაც შეიძლება მალე ეკონომიკის ამუშავებაა და მეორე, რასაც უნდა აკეთდებს ამ მთავარ რეფორმასთან ერთად, არის სოციალური პოლიტიკის მნიშნელოვანი და მასშტაბური განხორციელება, აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი