ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ქვეყანაში ინსტიტუტები ჩამოშლილი - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინ, 10 აპრილს "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელმაც სისტემა ამხილა.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კრიმინალი და პოლიციის შეზრდილია ერთმანეთთან და ეს ყველაფერი მათივე თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია. მათივე თქმით, ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლაა.
"როდესაც ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, როდესაც ქვეყანაში პოლიციის მთავარი ფუნქცია არის, რომ უზურპირებული ხელისუფლებაა შეინარჩუნოს და როდესაც ინსტიტუციები არ არის ძლიერი, გასაგებია, რომ კორუფცია, გასაგებია, რომ ძალადობა დადის ამ დონეზე და არის ის სქემები, რა სქემებიც გუშინ ვიხილეთ" ამბობს ენმ-ს წევრი ნიკა ობოლაძე.
შეგახსენებთ, პოლიციის მაღალჩინოსანი "შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის შემდეგ დააკავეს.
ამავე თემაზე: