"ყველა ჩართული ვართ სამძებრო სამუშაოებში" - რიონის ხეობაში დაკარგულის ძებნა გრძელდება

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის ძებნაში აქტივისტებიც არიან ჩართული. გოლეთიანმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და მათ მოუწოდა, რომ მომხდარზე წინასწარ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"შევხვდით ოჯახის წევრებს და მეგობრებს. ყველანაირად ნიკა ისე ხასიათდება, რომ მას არანაირად არ ჰქონდა საფუძველი იმ ქმედების, რა ქმედებაც მოხდა ჩვენი კარვების სიახლოვეს, ამიტომ ყველა ვართ ჩაბმული ამ ოპერატიულ სამძებრო-სამუშაოებში. მედიას გვინდა მოვუწოდოთ, რომ ნუ იქნება სპეკულაცია წინასწარი, რომ ნასვამი იყო ან ა.შ. ეს ყველაფერი არ დასტურდება",-თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

30 წლამდე ასაკის მამაკაცი რიონში გასულ საღამოს გაუჩინარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ცოტა ხნის წინ რიონის ხეობაში დაკარგულის ახლობლებიც მივიდნენ. ისინი მომხდართან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი