ნამოხვანიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მივიღეთ - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, ამის მიზეზი რიონის დონის მატებაა, რის გამოც, მათი თქმით,  მოსალოდნელია წყალდიდობა:

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ", - წერია უწყების განცხადებაში.

შსს-ს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაიძაბა - მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი