ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ოპოზიციას აბრალებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ოპოზიციას აბრალებს. სავალუტო ბაზარზე ისევ პანიკაა. ლარმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადაკვეთა და ერთი დოლარის შესაძენად კომერციულ ბანკებში სამი ლარიც აღარ არის საკმარისი.

ეკონომიკური კრიზისი გაღრმავებას ყველა ექსპერტი აანონსებს. პანიკა დღეს ეტყობოდა პრემიერს.  გახარიამ მთავრობის სხდომა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და კრიზისზე პასუხიმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

ოპოზიცია კი ქვეყნის გაღარიბებაში თავად ხელისუფლებას ადანაშაულებს. „ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ გიორგი გახარია უშედეგოდ ცდილობს თავად გაექცეს პასუხიმგებლობას და უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას უთხრას, რომ ყველაფერში დამნაშავე ოპოზიციაა. 

მძიმე ზამთრის მოლოდინში, როდესაც ფასები წამლებსა და საკვებ პროდუქტებზე იზრდება, მოქალაქეები პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

თუ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ფასები მომენტალურად გაიზრდება. პროდუქციის დიდი ნაწილი საქართველოში უცხოეთიდან შემოდის, ის, კი რაც ადგილზე იწარმოება, საწვავის ტარიფის ზრდის გამო გაძვირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი