ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა 2019 წლიდან ჩვენი საკუთრებაა - ENKA

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" მშენებელი კომპანია ENKA განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიწა, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილას დღეს "გადახნეს" 2019 მათი საკუთრებაა. 

"ენკა რინიუებლზ ეხმაურება აღნიშნული მიწის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.

კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია.

2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70,171 ლარი (იხ. დანართი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რუკა და გადახდის ქვითარი)", - წერს ENKA.

კომპანიამ განცხადებასთან ერთად დოკუმენტაცია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით", საჭიროდ ჩათვალეს აღნიშნული ინფორმაცია გაესაჯაროვებინათ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი, ლალი ეფრემიძის ამ მიწაზე პროტესტის მონაწილებსს კარვები ჰქონდათ გაშლილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი