რიონის ხეობის მცველები დღეს ნამოხვანისკენ მსვლელობას მოაწყობენ

გამოქვეყნდა:

"რიონის ხეობის მცველები" სოფელ გუმათში იკრიბებიან, მათი თქმით მთავარი მიზანია გადაადგილდნენ ნამოხვანის მიმართულებით და კარვები გაშალონ იქ, სადაც მიმდინარეობს ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. 

როგორც "რიონის ხეობის მცველები" ამბობენ, მაშ შემდეგ რაც სოფელ გუმათში ადამიანები შეიკრიბებიან, ხელებაწეული, მშვიდობიანი მსვლელობით ნამოხვანის მიმართულებით დაიძრებიან.

"რადგან გუშინ ასეთი პრეცედენტი იყო, რომ ხელებაწეული დავიძარით პოლიციისკენ, შემდეგ იქ ჭყლეტვასავით მოხდა და შესაძლებელი იყო დაზარალებულიყვნენ ადამიანები, დავიხიეთ უკან. ნამდვილად არ ვაპირებთ არავისთან ფიზიკურ ჭიდილში შესვლას, უბრალოდ მათ მოვუწოდებთ სიტყვიერად, რომ გაგვატარონ. გზაზე, რომელიც არის ჩვენი საკუთრება და ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა მასზე გავლა", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მათი თქმით, ამ ეტაპზე ცდილობენ, მოიპოვონ გადაადგილებისა და პროტესტის თავისუფლება.

ცნობისთვის, ამ წუთებში რიონის ხეობაში სამართალდამცველების დიდი ოდენობაა მობილიზებული.

გუშინ, 12 აპრილს რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გუმათში შეკრებილ აქტივისტებს პოლიცია ნამახვანის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება არ აძლევდა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შემდეგაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ დაიძრნენ.

მანამდე კი, 11 აპროლს, პოლიციამ საპროტესტო კარვები აშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი