დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თემა მთავრობას შეიწირავს - გუმათში აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველების აქცია დაიწყო. აქციის პარალელურად ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაა. ხელისუფლებამ გზა ნამოხვანისკენ, მომიტინგეებს რკინის ჯებირებით და სპეცრაზმის კორდონით გადაუკეტა.

აქტივისტები ამბობენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად მათი პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ჩვენი მხარდამჭერები დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამ მთავრობას ეს თემა შეიწირავს. გაუქმდეს ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო, ეს არის კაბალური ხელშეკრულება პირველ რიგში, ჩვენ მოსახლეობა გამოსული ვართ იმისთვის, რომ ეს მოვიდეს მთავრობის ყურამდე, პრემიერმინისტრიდან დაწყებული. ყურადღების ქვეშ აიყვანონ ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ თემას გავიტანთ ბოლომდე. მარტო ვინც ვდგევართ ისინი კი არა, მთელი ერი დადგება ფეხზე",- თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

გუშინ, 12 აპრილს რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გუმათში შეკრებილ აქტივისტებს პოლიცია ნამახვანის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება არ აძლევდა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შემდეგაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ დაიძრნენ.

მანამდე კი, 11 აპროლს, პოლიციამ საპროტესტო კარვები აშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი