რიონის ხეობის მცველებმა, სოფელ გუმათიდან კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან გადაინაცვლეს. მათი თქმით, იქ გზას გადაკეტავენ და ბაზის ბლოკირებას ისე მოახდენენ, როგორც სამართალდამცველებმა სოფელი ნამოხვანი ჩაკეტეს.
რიონის ხეობის მცველების გარდა ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველი. ადგილზე მათ კორდონი აქვთ გაკეთებული.
ჩვენი აქ ყოფნა იწვევს ხეობის სრულ ბლოკირებას, ამიტომ, რადგან ვერ განგვიმარტეს კანონიერი საფუძვლები იმისა, რატომ იკრძალებოდა ჩვენი გადაადგილება ზედა მიმართულებით, გადმოვედით ქვემოთ და ახლა ვკეტავთ მთლიან ხეობას. მოგვცენ გადაადგილების საშუალება და დავიძვრებით აქედან, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
მისი თქმით, ამიერიდან პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი სწორედ კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ბაზა იქნება.
ცნობისთვის, დღეს რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში იყვნენ შეკრებილები, ისინი მშვიდობიან აქცია-მსვლელობას აპირებდნენ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ხეობის მცველები პოლიციისგან მოითხოვდნენ განმარტებას, თუ რის საფუძველზე არ ეძლეოდათ მათ ნამოხვაში წასვლის უფლება. როგორც ვარლამ გოლეთიანმა, სოფელ გუმათში თქვა, თუ სამართალდამცველები მათ ამ ლეგიტიმურ შეკითხვას არ უპასუხებდნენ. ENKA-ს ოფისთან ჩავიდოდნენ და გზას გადაკეტავდნენ.
ამავე თემაზე: