თუ ნამახვანისკენ არ გაგვიშვებთ, ENKA-ს ოფისთან მივალთ და გზას გადავკეტავთ - გოლეთიანი

გამოქვეყნდა:

სოფელ გუმათში შეკრებილი რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ თუ პოლიცია მათ არ განუმარტავს, რის საფუძველზე არ უშვებენ სოფელ ნამოხვანში, მაშინ, პროტესტის ნიშნად, ENKA-ს ოფისთან მივლენ და გზას გადაკეტავენ.

"ახსნა-განმარტება უნდა გაგვიკეთონ, რატომ გვეკრძალება ჩვენ გადაადგილება, ზედა მიმართულებით, თუ ეს ახსნა-განმარტება არ მოგვეცემა მაშინ ლეგიტიმურია ჩვენგან, რომ გადავინაცვლოთ ქვევით და მთლიანად დავკეტოთ ეს გზა. ახსნა-განმარტებას კანონიერად ვითხოვთ, ახსნა-განმარტება თუ არ მოგვეცემა მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ანგარიშს არ გვიწევს ხელისუფლება და ჩვენი დაქირავებული მთავრობა, მაშინ გადავალთ და სხვა გზებით ვეცდებით, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცველები, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით აქცია-მსვლელობას აპირებენ, პოლიცია მათ სოფლის მიმართულებით არ უშვებს. რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი შეკითხვა ლეგიტიმურია და იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველები მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

გუშინ, 12 აპრილს რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გუმათში შეკრებილ აქტივისტებს პოლიცია ნამახვანის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება არ აძლევდა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შემდეგაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ დაიძრნენ.

მანამდე კი, 11 აპრილს, პოლიციამ საპროტესტო კარვები აშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო. ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი