
საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო 2 კვირაში ბენზინის ფასი თითქმის 10 თეთრით გაიზარდა. ეკონომისტებიც და ნავთობიმპორტიორებიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას მოელიან და გამოსავალს მხოლოდ რადიკალურ გადაწყვეტილებებში ხედავენ.
ექსპერტების აზრით, ვაქცინაცია და ლარის დასტაბილურება არის მთავარი ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეკონომიკის უმძიმესი ვარდნის შესაჩერებლად. თუმცა "ქართული ოცნების" მთვრობის იმედი არავის აქვს - ეკონომისტები დღეს გაოგნებით უსმენდნენ ეკონომიკის მინისტრს, რომელიც სიამაყით ამტკიცებდა, რომ ეკონომიკა ცოცხლდება.
ავტორი: ნინიკო გიგაური