"დანთებულ ცეცხლში ჩავარდა ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი. ირგვლივ რომ არ ვმდგარიყავით, მართლა საშინლად დამთავრდებოდა ალბათ ეს ყველაფერი. ამიტომ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ ჩვენივე თანამებრძოლებს, მაგრამ პრობლემა აქ ის არის, რომ პროვოცირებენ საპოლიციო ძალები".
ამბობს რიონის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი "მთავარ არხთან" საუბრისას. მისივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს აქტივისტები დააკავეს.