ამ წუთებში, გუმათში, რიონის მცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. პოლიცია გადაკეტილ გზაზე კომპანია ENKA-ს მანქანების გატარებას ცდილობს, თუმცა, აქციის მონაწილეები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
"სპეცრაზმი გამოიყვანეს, გროვდებიან", - ისმის რიონის მცველების ლაივ-ვიდეოში.
რიონის მცველები გუმათის დასახლებასთან იმყოფებიან, სადაც ასევე ინვესტორი კომპანია „ენკას“ ტექნიკური ბაზა მდებარეობს. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი მოხსნას და მისცეს მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში კარვები ჰქონდათ აღმართული.
მანამდე კი, კომპანია ENKA-ს მიმდებარედ მისულ აქტივისტები პოლიციამ გააფრთხილა, რომ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა.
რამდენიმე საათის წინ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ენკას ავტომობილებს სამშემებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის უკიდურეს ზომას აქტივისტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც დღეს დილიდან მათ პოლიციამ გადაადგილება შეუზღუდა, ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეიყვანა და ჯებირებით შემოღობა.
ამავე თემაზე: