სხვა ეპარქიაში გადავდივარ, მაგათ აღარ ვეკუთვნი უკვე - მონაზონი იონას პასუხი მეუფე იობს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" სიუჟეტის შემდეგ მეუფე იობმა, რუის-ურბინისის ეპარქიის მონაზონს, იონას (ლაშა ტუღუშს) ზიარება აუკრძალა. ეპარქია აცხადებს, რომ თუ ის "ვერაგ დანაშაულს" არ მოინანიებს, მას მონაზოვნობის უფლების ჩამორთმევა და ერში დაბრუნება ემუქრება.

მამა იონა აცხადებს, რომ რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებები აღარ აინტერესებს, რადგან ის ჯერ კიდევ დაკავებამდე დატოვა. "მთავარ არხთან" საუბრისას მას არ დაუკონკრეტებია რომელ ეპარქიაში აპირებს გადასვლას.

"მაგ ეპარქიაში რა მინდა, სხვა ეპარქიაში გადავდივარ, მაგათ აღარ ვეკუთვნი უკვე. მიღებული მქონდა უკვე [გადაწყვეტილება], მეუფეს ველაპარაკე, სანამ დამიჭერდნენ მანამდე გადასული ვიყავი სხვა ეპარქიაში", - თქვა მამა იონამ.

"შაბათის მთავარში" გასული სიუჟეტის შემდეგ შსს-მ დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავა, გუშინ კი დმანისის პოლიციის უფროსი გადადგა. სიუჟეტის რესპოდენტი, სწორედ მამა იონა იყო, რომელსაც სულიერი ძმები ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. ეპარქიის მმართველმა მეუფემ კი გადაწყვიტა, რომ ის ვითარებას ციხეში უნდა გასცლოდა. 

"მთავარის" მამხილებელ სიუჟეტზე განცხადება "სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც" გააკეთა, ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წარმართოს. ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი