არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC) "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც სასულიერო პირი სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე საუბრობს, რასაც მის მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა მოჰყვა.
"აღნიშნული საქმის მნიშვნელობიდან და მასში პოლიციის მაღალჩინოსნების შესაძლო ჩართულობიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, მასზე გამოძიება აწარმოოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომლის უმთავრესი კომპეტენცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების გამოძიებაა. ამავდროულად, გამოძიება უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ეფექტიანად", - წერია განცხადებაში.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლებია ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს
გენერალურ პროკურატურას
საქართველოს პარლამენტს
ამავე თემაზე: