
რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტს ქუთაისიდან შეუერთდებიან. ავტოკოლონებით მსვლელობა გუმათისკენ პარლამენტის ყოფილი შენობიდან დაიწყება.
ადგილობრივები სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მცველებს, რომლებსაც პოლიციამ გუმათთან ამჯერად რკინის ბარიკადები აღუმართა.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც და სპეცრაზმიც.