რიონის ხეობაში ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმი, აღმართულია რკინის ბარიკადები და მიტანილია საბურავები- ასეთია ბოლო ვითარება პროტესტის ადგილზე.
ამჟამად იქ შედარებით სიმშვიდეა, ცოტა ხნის წინ კი ვითარება დაძაბული იყო, რაც პოლიციის მხრიდან რკინის ბარიკადების აღმართვამ და ხეობის ორად გაყოფამ გამოიწვია.
სამი ადამიანი დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას გზა გადაუკეტა და მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესებს იცავს.
რიონის ხეობის მცველებს გაფრთხილება დღეს პოლიციის უფროსმაც მისცა და უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტდნენ რკინის კედელზე ბრახუნს, შესაბამის ზომებს მიიღებდნენ
ეს გაუთავებელი ბრახუნი არის აგრესია, მოგიწოდებთ ეს ბრახუნი შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ზომებს, მოთმინებით ვეკიდებით დილიდან, მაგრამ არ დამთავრდა - მიმართა თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს.
ამავე თემაზე: