რეალურად უფრო მძიმე შედეგები გვაქვს, ვიდრე სტატისტიკაში ჩანს - ეკონომისტები

გამოქვეყნდა:

რეალურად ჩვენ კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები გვაქვს, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ჩანს - აცხადებს ეკონომიკური დარგის ექსპერტი ირაკლი მაკალათია ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაკალათიას თქმით, ის, რაც დღეს ეროვნულ ვალუტას სჭირს, სებ-ის პოლიტიკის შედეგია, რომელიც იმაზე მეტ ლარს ბეჭდავსმ ვიდრე საჭიროა:

პასუხისმგებელია ეროვნულ ბანკი, რომელიც უფრო მეტ ლარს ბეჭდავს ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება. ლარის მასის გაზრდა პირველ რიგში ემსახურება მთავრობის ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას. ის, რომ ეროვნული ბანკი ჭარბად უშვებს ლარს ბაზარზე, ცხადია ეს ურთიერთქმედებაში იწვევს ლარის კურსის გაუფასურებას - ამბობს მაკალათია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადების ფონზე, რომ "ეკონომიკა ცოცხლდება", ლარი დღეს კიდევ დაეცა და დოლართან და ევროსთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი