ლარი ეცემა, ფასები იზრდება - ეკონომიკური კატასტროფა ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

ლარი დღეს 2 თეთრით კიდევ გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 44 თეთრია, თუმცა ჯიხურებში უცხოური ვალუტა უფრო ძვირი ღირს. კიდევ უფრო მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში.

ძვირდება სასურსათო პროდუქტი და საწვავი. 

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზებად ეკონომიკის ექსპერტები ხელისუფლების მიერ გადადგმულ არაეფექტურ ნაბიჯებს ასახელებენ. 

სპეციალისტების ნაწილი ამბობს რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ აღებული საგარეო ვალის ნაწილი  გუშინ გადაიხადა და ამ მოულოდნელი შოკით  ეკონომიკა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

ეკონომიკის ექსპერტები თვლიან, რომ აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს.

ეკონომისტების აზრით, შექმნილ კრიზისში პანდემიის ბრალი მინიმალურია და ის მდგომარეობა, რაც ახლა ხალხს აქვს, მხოლოდ არასწორი ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი