მარტში საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 4,5 ლარით შემცრიდა - საქსტატი

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 178 ლარი და 10 თეთრია. ამავე მონაცმების მიხედვით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 201 ლარია.

თებერვლის თვის მონაცემებთან შედარებით, 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 3 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა. თუმცა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4 ლარითა და 50 თეთრით შემცირდა. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი თებერვალთან შედარებით, 4 ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა, თუმცა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5 ლარითა და 10 თეტრით შემცირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი