საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ევროვინგსი" შემოდის

გამოქვეყნდა:

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ევროვინგსი" საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. Eurowings "ლუფტანზა ჯგუფის" წევრია. 

მათივე განცხადებით, 2021 წლის 21 ივლისიდან "ევროვინგსი" ფრენას დუსელდოფის მიმართულებით დაიწყებს.

"სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. „ევროვინგსმა“ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი – დიუსელდორფი – თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ფრენები კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი