საქართველომ $500 მლნ-ის სესხი აიღო - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრი "ფეისბუქით" ავრცელებს.

ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%.
მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში"
წერს ლაშა ხუციშვილი
 

ამავე თემაზე:

ევრობონდები დაიფარა - ფინანსთა სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი