რუსთავი 2-ის საქმე - აქიმიძე და დვალი პროკურატურისგან საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

გენერალურ პროკურატურას, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ უფლებადამცველებთან ერთად, მიმართეს და იმ საქმის მასალების გადაცემა მოითხოვეს, რომელშიც 2015 წელს ისინი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

როგორც ადვოკატები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მაშინ უშუალოდ სასამართლო პროცესზე მოითხოვენ მასალებს. უფლებადამცველები გეგმავენ, რომ საქმის მასალები ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გამოიყენონ.

წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ, ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სასამართლო პროცესი 14 მაისს ჩაინიშნა.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ ტელეკომპანიის 60%-იანი წილი, ძალადობით დაათმობინეს. რუსთავი 2-ის დამფუძნებლების შეფასებით, სასამართლო პროცესები პოლიტიკური მოტივით ჭიანურდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი