ქიბარ ხალვაშმა ორჯერ წაგვართვა "რუსთავი 2" - დავით დვალი

გამოქვეყნდა:

რუსთავი 2-ის დამფუძნებელის, დავით დვალი, დღეს გავრცელებული განცხადების შემდეგ, უკვე სატელეფონო კომენტარს აკეთებს და თეა წულუკუანის საპასუხოდ ამბობს, რომ რუსთავი 2 ხალხს არ დაბრუნებია და ის ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის ჯიბეში აღმოჩნდა.

მისივე თქმით ქიბარ ხალვაშმა ეს ტელევიზია თავის დამფუძნებებს უკვე მორედ წაართვა, რაშიც ხელისუფლების მთავარი წვლილია.

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი დღეს გავრცელებულ წერილში წერენ, რომ რუსთავი 2-ის თავდაპირველ დამფუძნებლებს უკვე წლებია სამართლებრივი დავა აქვთ და საქალაქო სასამართლოში ამ დავაზე არც ერთი სხდომა ამ დრომდე არ ჩატარებულა, განსხვავებით ქიბარ ხალვაშის დავისგან  

"პირდაპირ მეტყველებს იმაზე, როგორი განსხვავებული მიდგომა აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო და "ოცნება" და თეა წულუკიანი დაინტერესებულია, რომ სასამართლო წარიმართოს. თავის დროზე, ქიბარ ხალვაშს 3 თვეში ჩაუტარეს რამდენიმე სხდომა და ჩვენს შემთხვევაში, რამდენიმე წელია, მიდის. ხალხს კი არ დაუბრუნდა, ივანიშვილის ჯიბეში წავიდა ეგ ტელევიზია პირდაპირ და ვანო ჩხარტიშვილის. ფაქტობრივად, ქიბარ ხალვაშმა ორჯერ წაგვართვა რუსთავი 2 - ერთხელ ერთი ხელისუფლების დავალებით და ინტერესებით, ეხლა - მეორე ხელისუფლების.

რუსთავი 2, მიუხედავად იმისა, ხან მიტაცებული იყო, ხან იმას ემსახურებოდა, ასეთი არასდროს არ ყოფილა, რომ გაეჩუმებინათ და კრიტიკა იქიდან არ ყოფილიყო. ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება რუსთავი 2-ში. 

ქვეყნის საბედნიეროდ, თქვენ მოახერხეთ და თავისუფალი არხი მაინც გახსენით და საერთოს გაჩუმებული არ დარჩა ეს ქვეყანა", - ამბობს რუსთავი 2-ის დამფუძნებელი, დავით დვალი.

"მთავარი არხი" რუსთავი 2-ის მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან და ტელეკომპანიის დირექტორთან, პაატა სალიასთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საპასუხო წერილი მას შემდეგ გაავრცელეს, რაც თეა წულუკიანმა სწორედ ამ ტელევიზიის ეთერში აღიარა, რომ კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადასაცემად ხელისუფლებამ "ტიტანური შრომა" გასწია.

აქიმიძე-დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ წულუკიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც აქამდე ყველამ იცოდა, რომ რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაში სწორედ "ქართულ ოცნებას" მიუძღვის წვლილი და ამას ის სასამართლო პროცესებიც ადასტურებს, რომელიც ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი