რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნა.

შესაბამის ბრძანებას რობერტ სტურუამ ხელი უკვე მოაწერა. ბრძანება დღეს გამოიცა და ძალაში უკვე შევიდა. 

ბრძანების თანახმად, ზანგური მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზანგურს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს.

ზანგურის როლებიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ამ თემაზე  კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა და მსახიობს მოუწოდა, დღესვე დაეტოვებინა თეატრი.

 

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი