კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის აზრით, კარგი იქნება, თუ რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა ცოლმა, ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა თეატრს დატოვებს. 

მისივე განცხადებით, გამოძიებასთან ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლობს.

"ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ერთმა მახარემ, არამედ მოერე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის ამასობაში, დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს", - თქვა თეა წულუკიანმა. 

მან აღნიშნა, რომ ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან და მსხვერპლს ვერასდროს ვუსაყვედურებთ რატომ არ ილაპარაკა უფრო ადრე. მიუხედავად ამისა, წულუკიანი არ გეგმავს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ბესო ზანგურს უჭერს მხარს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი