ზანგური წავიდეს, სტურუა დარჩეს - რუსთაველის თეატრის სკანდალი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ ...გაიხარეთ - ასე გამოეხმაურა ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას,რომლის მიხედვითაც ის ყველა როლიდან დროებით მოიხსნა. 

კულტურის მინისტრმა დღეს სამდღიანი დუმილის შემდეგ პირველად თქვა,რომ ყოფილი მეუღლის მიერ ძალადობაში მხილებულ მსახიობს თეატრი უნდა დაეტოვებინა. წულუკიანის ამ განცხადებას უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა - მინისტრს შეახსენეს, რომ ის ბევრად კატეგორიული უნდა ყოფილიყო

მინისტრმა დღეს ერთის მხრივ დაგმო ძალადობა, მეორეს მხრივ კი რეჟისორის პასუხისმგებლობა და სექსისტური განცხადებები არაფრად ჩათვალა და თქვა, რომ რობერტ სტურუას ბადალი ქვეყანაში მხოლოდ ერთია.

გარდა ამისა, უფლებადამცველი ბაია პატარაიას ინფორმაციით, ზანგურის წინააღმდეგ სარჩელი სამართალდამცავ უწყებაში უკვე შესულია. მოსარჩელე მისი ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი არ არის და სულ სხვა პირი ამხელს ძალადობაში. 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ამხილა, რუსთაველის თეატრის მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ზანგური პოლიციას არ გამოუკითხავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი