გუმათში რკინის კედელი აიღეს, ჯებირები დატოვეს

გამოქვეყნდა:

გუმათჰესთან მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა დღეს გამთენიისას აიღეს. ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ რკინის ჯებირები რჩება.

რიონის ხეობის მცველები, რომლებიც უკვე 170 დღეზე მეტია ღამეს კარვებში ათევენ და ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ჯერ მხოლოდ ერთი- რკინის კედლის აღება  შესრულდა. პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები განმარტავენ, აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში მზად არიან, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი