პარასკევამდე ღარიბაშვილმა რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს უნდა უპასუხოს - გუმათში მაჟორიტარი ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი ზაზა ლომინაძე შეხვდა. აქციის მონაწილეებმა ლომინაძეს კიდევ ერთხელ გააცნეს მათი მოთხოვნები.

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს კი მაჟორიტარმა განუცხადა, რომ არც ისაა მომხრე ტერიტორიის 99 წლით გასხვისების და "სასათბურე პირობებში ბიზნესი კი არა ხალხი უნდა იყოს".

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეეგები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილი. 

დღევანდელ შეხვედრაზე დასახელდა კონკრეტული თარიღიც - პარასკევამდე პრემიერმა ხეობის მცველების მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.

აქციის მონაწილეები შსს-სგან კვლავ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვენ. ასევე სურთ კარვების ნამოხვანში გაშლა და ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება.

ეს პირობები მათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ქუთაისში გამართული შეხვედრის დროს წამოაყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი