რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ თბილისში - ავოტკოლონები დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილდებიან და მოუწოდებენ მოსახლეობას 9 მაისს კანცელარიასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
როგორც ისინი ამბობენ, 9 მაისს უფრო მასშტაბურ აქციას გამართავენ და მოითხოვენ ნამახვანჰესის აშენების გაჩერებას, ასევე გააპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს. მათი თქმით, დღევანდელი აქცია ერთგვარი მომზადებაა 9 მაისის აქციისთვის.
ნამოხვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს "გლოვოსა" და "ვოლტის" კურიერებმაც. მიტანის სერვისის თანამშრომლები გიგანტური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას საპროტესტო მსვლელობით შეუერთდნენ. კურიერები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და პარლამენტის მიმართულებით გადაინაცვლეს.