მხატვრული ტანვარჯიში - მასტერკლასი "პირველებისთვის"

გამოქვეყნდა:

მხატვრული ტანვარჯიშის კლუბი "პირველები" პანდემიის შემდგომ პერიოდში ჩამორჩენის აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. კლუბმა საერთაშორისო კლასის ოსტატი, უკრაინელი ვიქტორია ლენიშინა სპეციალურად მასტერკლასისა და გამოცდილების გასაზიარებლად მიიწვია.  

კლუბში ამბობენ, რომ მსგავსი წამოწყება ტრადიციული გახდება და პირველების სპორტსმენებს მასტერკლასს არაერთი მსოფლიო დონის სპორტსმენი ჩაუტარებს.

ტიტულოვანი სპორტსმენებისა და ამჟამად წარმატებული მწვრთნელების მოწვევის იდეა "პირველების" დამფუძნებელს გია ნაცვლიშვილს დაებადა. 

ერთ თვეში "პირველების" ძირითადი ბირთვი ორ საერთაშორისო ტურნირზე - სტამბოლსა და კიევში იასპარეზებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი