მიხეილ აშვეთიამ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გააცნო.
ის გუნდში 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ასევე 2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად.
ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს, მადლობას უხდის მიხეილ აშვეთიას და წარმატებებს უსურვებს მას მომავალ საქმიანობაში.
ქუთაისის "ტორპედო" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ისევ კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.