სტიქია ლაგოდეხში - დაზიანებულია სახურავები, განადგურებულია სათბურები

გამოქვეყნდა:

სტიქია კახეთში - ძლიერი ქარის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჭიაურისა და ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები დაზარალდა.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, განადგურებულია სათბურები.

ცალკეულ სოფლებს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

მერიის წარმომადგენელი, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, აცხადებს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობას ადგილზე განსაზღვრავენ. დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულ მოსახლეობას, ამ ეტაპზე უცნობია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი