სალხინოში თავდასხმას ელოდებიან - ტაძრის მამაოებისა და მრევლის ნაწილი მუქარაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

სალხინოს ტაძარის მრევლის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს. როგორც ისინი ამბობენ, დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ, მეუფე სტეფანეს მხარდამჭერმა ბიზნესმენმა კლიმენტი კეკუტიამ დაიმუქრა, რომ "მოკრივეებთან ერთად დაბრუნდებოდა", შესაბამისად, სალხინოს ტაძრის მრევლისა და მამაოების ნაწილი ახლა თავდასხმის მოლოდინშია.

სალხინოს ტაძრის მამაო, რომელიც მეუფე სტეფანემ გადააყენა, მის შემცვლელს (გოჩა ლიპარტელიანს) პირობის დარღვევაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებამდე ლიპარტელიანს სალხინოში წირვა არ უნდა ჩაეტარებინა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სინოდი მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს გაამტყუნებდა, მამაოები საერთოდ დატოვებდნენ ეპარქიას.

​გარდა ამისა, მეუფე სტეფანესთან და სალხინოს ტაძრის ახალ წინამძღვართან დაპირისპირებული მამაოები ამბობენ, რომ სალხინოში ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილსა და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, კლიმენტი კეკუტიას, სალხინოში სწორედ საკუთარი ბიზნესინტერესები აქვთ. კერძოდ, საუბარია ღვინის წარმოებაზე. მათივე თქმით, ორივე მათგანი ხელისუფლებასთან, საპატრიარქოსა და შორენა თეთრუაშვილთან დაახლოებულები არიან და დღესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მათი ინტერესების გასატარებლად ჩავიდნენ.

ეპარქიაში დრეს მორიგი დაპირისპირება იყო, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ამავე თემაზე:


ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი