1 კვირიანი ვადა პრემიერს - ბიზნესმენები ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენები პრემიერმინისტრს ერთ კვირიან ვადას აძლევენ იმისთვის, რომ ღარიბაშვილი მათ შეხვდეს.    15-მდე ასოციაციის პრეზიდენტმა 6 პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწერა.

გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი კომენდანტის საათის მოხსნას, ტურისტული სეზონისთვის მზადების დაწყებას, სახმელეთო საზღვრის გახსნასა და ვაქცინაციის დაჩქარებას ითხოვს. 

ბიზნესი ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ სამოქმედო გეგმა გაწეროს და ქვეყანა მორიგი ჩაკეტვისგან იხსნას. 

ბოლო მონაცემებით, საქართველში მხოლოდ 2023 წელს ან შემდეგ იქნება შესაძლებელი პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა. ამ დრომდე კი ქვეყანაში არც ლიცენზირებული ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და იმუნიზაციის პროცესზე ნდობა არც  მოქალაქეებშია საკმარისი.

ქვეყანაში ბიზნესი ვეღარ მუშაობს , ინვესტიციები აღარ შემოდის , ადამიანებმა შემოსავალი დაკარგეს, მოკვდა ტურიზმის სექტორი. ეკონომიკური ვარდნა წინა წელთან შედარებით 6.2 %-ია , ლარი ისტორიულ მაქსიმუმზეა გაუფასურებული, 

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ კიდევ ერთი ლოქდაუნი ქვეყნისთვსი კატასტროფის ტოლფასი იქნება.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი