მარტვილიში, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოსული, საპატრიარქოსა და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი - კლიმენტი კეკუტია მრევლთან ერთად მივიდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც.
ტაძრის მამაოებსა და ბერ-მონაზვნებს მათთვის ამჯერად წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ეკლესიაში შეუშვეს.
"რა ხდება, რას აკეთებენ და რაფერ. ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით როგორ მოუწოდებენ ადამიანებს იმისთვის, რომ შეცდომაში შეიყვანონ, ტყუილში მიაღებინონ მონაწილეობა. ჩვენ ვითხოვთ, ეკლესიის წიაღში ყოფილიყო შეკრება, მოწვეულები ყოფილიყვნენ თელოგები, ყველა ის ადამიანი ვინც ეკლესიის წიაღში პასუხისმგებლოას ატრებს და ვინ არის მოსული?! პატრიოტთა ალიანსი", - ამბობს მამა ათინოგენე.
მეუფეს სტეფანეს მოწინააღმდეგეები ითხოვენ, რომ ვიდრე საპატრიარქო და სინოდი საბოლოო გადაწყვეტილებას ტაძრის წინამღძვრის გადაყენებასთან დაკავშირებით არ მიიღებს, მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ დანიშნულმა ახალმა წინამძღვარმა წირვა-ლოცვისგან თავი უნდა შეიკავოს.
სალხინოს ტაძარში დაპირისპირება იყო გუშინ: