ჭიათურაში არსებული 13-ვე მაღარო გაჩერებულია. "ჯორჯიან მანგანეზის" 3 700 თანამშრომელი დღეიდან, 23 აპრილიდან სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს და მერიასთან აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ მძიმე სამუშაოს შესრულება მიზერულ თანხად უწევთ და ანაზღაურებას 50%-ით გაზრდას ითხოვენ.
"ჯოჯოხეთში შევდივართ, სამოთხეში გამოვდივართ, 20 წელი გახდა რაც ვმუშაობ, 20 წელია რაც ვებრძვი ამ კომპანიას, არაფერი მოგვარებულა ამ ხნის განმავლობაში", - თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ჭიათურის მერიასთან მეორე აქციას მართავენ ის ადამიანები, რომელთა სახლების და კარმიდამოს ქვეშ "ჯორჯიან მანგანეზი" მადანს მოიპოვებს. ისინი ამბობენ, რომ სამუშაო პროცესის გამო სახლები იბზარება, მიწები კი იმეწყრება.
"ჩემი სახლი არის გაგლეჯილი შუაზე, ვისი სახლიც დღეს მთელია ისიც მივა იმ მდგომარეობამდე ისეთი სამუშაოები მიმდინარეობს. კარვის დადგმა გვინდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს", - ამბობს ადგილობრივი.
სოფლის მოსახლეობა კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.