მეუფე პეტრე ცაავა ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიასთან დაკავშირებით "მთავარ არხთან" საუბრობს. ამბობს, რომ ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია და ჭყონდიდის ეპარქიის ხელში ჩაგდება უნდოდა.
ის არის ბოროტი ადამიანი და არის გამდიდრებული ჭინკა კაცი. რუსული ტერმინია, რომ იტყვი, რომ რუსეთში ადამიანებს ნიშნავენ მილიონერებად. კი არ ხდებიან, ინიშნებიან მილიონერებად. ასეთი დანიშნული მილიონერია. როდესაც მე დავეპატრონე ამ საპატრიარქოს კუთვნილებას, ვაზი ჩავყარეთ ისტორიული ოჯალეშის ადგილას და მარანი აღვადგინეთ, სასახლის აღდგენა დავიწყეთ, მისი პირველი აგრესია ჩემს მიმართ და ეპარქიის მიმართ, ამ პერიოდიდან გამოჩნდა და გააქტიურდა. ანუ მისი შეუფარავი აგრესია მე მახსენდება მხოლოდ იმ პერიოდიდან, რაც სასახლისა და იქ ეზო-კარის აღდგენა და საყდრის აღდგენა დავიწყეთ. მე არაერთგზის, პატრიარქის თანდასწრებით ვამხილე ის სიცრუეში, დესტრუქციაში, ანტიქრისტიანულ საქციელში ეპარქიაში. გაიქცა ფაქტობრივად ამ შეხვედრიდან, როდესაც ვამხელდი პატრიარქისა და რამდენიმე მღვდელმთავრის თანდასწრებით. ის გაიქცა შეხვედრიდან. მაგრამ მაინც ითვლება საპატრიარქოსთან დაახლოებულ პირად, - ამბობს მეუფე პეტრე.
იხილეთ ასევე: