სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია. დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი უკვე მესამედ მოიპოვა, თუმცა წინა 2 შემთხვევაში მოჭიდავე საქართველოს სახელით ასპარეზობდა.
დათუნაშვილი გეგა გეგეშიძესთან არსებული დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და მას შემდეგ ის სერბეთის სახელით ასპარეზობს.
ძმები წულუკიძეები, რომლებიც ნამახვანის მოვლენების დროს რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ზურაბ დათუნაშვილის მეგობრები არიან.